
|
ჩვენთან ურთიერთობა დაგიზოგავთ:
• დიდ დროს -- ვინაიდან აღარ მოგიწევთ: საგადასახადო სამსახურში მისვლა-მოსვლა (20 წუთიდან ერთ საათამდე, საცობების გათვალისწინებით); იქ რიგში დგომა (10 წუთიდან ერთ საათამდე); საქმის მოთავება (10 წუთიდან 30 წუთამდე, საქმისა და საქმეში თქვენი გარკვეულობის კვალობაზე შესაძლებელია ერთხელ მისვლა არც კი იყოს საკმარისი) –ესეც თქვენთვის და თქვენი ბიზნესისათვის ძვირფასი დრო, მინიმუმ 40 წუთი და მაქსიმუმ, ორსაათნახევარი საგადასახადოში ერთ მისვლაზე და ვინ იცის, საქმეში ჩაუხედავობის გამო რამდენჯერ მოგიწიოთ მისვლა და რამდენი წუთი, საათი და დღე დაკარგოთ იმ საქმის გასაკეთებლად, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ თქვენს მაგივრად ჩვენი (და არა თქვენი) დროის ხარჯზე – ეს ხომ ჩვენი საქმეა;
• ფინანსებს -- ვინაიდან, ბუღალტრის დამოუკიდებელი საშტატო ერთეულის ანაზღაურება ბევრად მეტი ფული დაგიჯდებათ, ვიდრე ჩვენ უნდა გადაგვიხადოთ ე.ი. ჩვენთან ურთიერთობა შედარებით რენტაბელურია, ვიდრე ცალკე ბუღალტრის დაქირავება;
• ენერგიას და ნერვებს -- ვინაიდან, მერწმუნეთ საგადასახადო სამსახურებთან ამ საქმეში გამოუცდელ ადამიანს ბევრი ენერგიისა და ნერვების გაფლანგვა მოუწევს, არადა, როგორ გჭირდებათ ყოველივე ეს თქვენი ბიზნესის წარმატებით საწარმოებლად;
ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი ხომ ფულია. ფულია დრო, ენერგია და ნერვებიც. ფული, რომელიც გისხლტებათ ხელიდან, მხოლოდ იმის გამო, რომ არ გაქვთ ჩვენთან ურთიერთობა და ამით არ ზოგავთ ყოველივე ამას ჩვენი დროის და ენერგიის ხარჯზე.
__________________________________________________________________ |
|

|